საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს პარტია „გირჩის“ წევრების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა საფრანგეთის პარლამენტს მიმართა, რათა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც ივანიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მან აღნიშნა, რომ ივანიშვილის „კრიმინალურ საქმიანობაში“ მთელი რიგი მანიპულაციებია აღმოჩენილი და ის ამისთვის უნდა დაისაჯოს.
„ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო კანდიდატატის დასახელების შესახებ თავისი პოზიციის საბოლოოდ გამჟღავნებამდე დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ შესაძლოა განიხილონ ვერსია, რომ „დამოუკიდებელ კანდიდატს, ან არა ჩვენს პარტიულ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი“, ამასთან, ბესელია ქალი კანდიდატისკენ იხრება.
პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამომრჩეველს არ დაავიწყდება ის „უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, რაც დავით ბაქრაძის თანაპარტიელებმა ჩაიდინეს.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს, რადგან ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ფურცელზე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და ამის დასტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 29 წლის თორნიკე რიჟვაძის დანიშვნაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასა და არჩევნების თარიღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა.
თუშეთში, გომეწრის ხეობაში სოფელ ილიურთასთან ჯიპის მარკის ავტომანქანა გუშინ საღამოს ხრამში გადავარდა. ავარიისას დაშავებულები მაშველებმა ხრამიდან დღეს დილით ამოიყვანეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ათასობით მეხანძრე ებრძვის, ცეცხლი მაინც ბობოქრობს და სწრაფად ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.