საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „იმ წამიდან, როდესაც ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე დამთავრებულია“.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე - რომელიც პოლიტიკური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ გვერდით დგას და მის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს - განსხვავებით ივანიშვილისაგან ნამდვილი ქველმოქმედია, ხოლო „იმ აფერისტმა გამოაცხადა ქურდად, ბანდიტად, ყაჩაღად, ბავშვებს პარავდაო“.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი მისი საპრეზიდენტო მარათონში შესაძლო ჩაბმასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ როცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ წინასწარ გააფრთხილებს.

სრულად...

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, ორმხრივი ურთიერთობები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და გერმანიის ელჩ ჰაიკე ფაიჩის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი საკუთარ თავს კანდიდატად წამოაყენებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მაინცდამაინც მას დაუჭერს მხარს.

სრულად...

ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, - განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, ჯერჯერობით არც უარყოფს და არც ადასტურებს.  TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა მან საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზნით, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ არაფორმალური წევრია და „​ოცნებამ" უკვე დაასახელა საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი