საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ მხრიდან უპარტიო კანდიდატის დასახელება „წინასაარჩევნო კურიოზად " მოიხსენია. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აცხადებს, რომ ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, სწორედ ამ გზით აირჩიეს და ამაში კომიკური არაფერია. კობახიძე ასევე ამბობს, რომ მარგველაშვილი ამით, ცდილობს ჩრდილი მიაყენოს „ქართული ოცნების“ იმიჯს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
„ასეთი პრეზიდენტი მე აღარ მინდა ვიხილო მომდევნო ხუთი, ექვსი და ათი წლის განმავლობაში“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება არ ეჩქარება, რადგან მათი კანდიდატი ფარდობითი უპირატესობით ისარგებლებს და საარჩევნო კამპანიასაც უკეთესად დაგეგმავს.
მესტის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ჭუბერსა და ხაიშში, სადაც რამდენიმე დღის წინ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტების შესასწავლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და რასაც, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა, საკითხი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩართულობით გადაწყდება.
„მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, არავითარი არსებითი პრობლემები გუნდში აღარ იქნება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას.
მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების კუთხით 3 მილიარდს ხარჯავს და ერთ-ერთი ე.წ. ჟურნალისტი მას უწოდებს „ძუნწს“, ეს არის არანომალური მდგომარეობა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას და დასძინა, რომ ტყუილების გასაქარწყლებლად „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებმა სიმართლე უნდა თქვან, რაც ბიძინა ივანიშვილის ქებას არ გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა, პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი უზენაესი სასამართლოს უარს, ე.წ. ციანიდის საქმის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, უსინდისო და უტიფარ გადაწყვეტილებას უწოდებს.
2018 წლის 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი ჩამოიფერთხავს თავისი სხეულიდან წურბელებს, ხელიდან დაუსხლტდება ურჩხულს და ამოვა ჭაობიდან, წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.