საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ემხრობა ამ ნაბიჯს და დაამატა, რომ უნდა დაწესდეს რეგულაციები, როგორიც ჰოლანდიაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1962 წელს დაბადებული რ.დ., 1991 წელს დაბადებული გ.კ. და წალენჯიხის რაიონული საკრებულოს თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული უ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთო კახიძის შეკითხვაზე - დასაწყებია თუ არა გამოძიება იმის დასადგენად, იყენებდა თუ არა მირზა სუბელიანი თავის პირად ნაცნობობას ან სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა - „ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა“.
მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა დამატებითი ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც ისაუბრეთ, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს, აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ივანიშვილის მორიგი გადაწყვეტილებაა.
„ქართული ოცნების“ წევრი სოფო კილაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ელოდება შოუს, რომელსაც ოპოზიცია დადგამს სხდომაზე. კილაძე დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მინისტრები საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს მირზა სუბელიანს არ იცნობდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს უსმენენ. კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ყველა კითხვას უპასუხებს.ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.