უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ეხმაურება.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.

სრულად...

„მიმდინარე წელს, 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის იმ ფორმაში, როგორც, პოლიტიკურ ფორმას ვგულისხმობ, როგორშიც იგი თავს თვლიდა 2014-ში, 16-ში, თუნდაც შარშან“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ საუბრისას.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე თუ არ შეთანხმდნენ, ჩამოიშლება ისიც, რაც გააჩნია საქართველოს, როგორც ქვეყანას.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, დღეს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ ილია მეორემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და იქადაგა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლას უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს უწოდებს და ამასთანავე აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში არაერთი მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარების არსებობას უსვამდა ხაზს, უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება, მნიშვნელოვანთან ერთად, „განსაკუთრებით რთული ხდება".

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო უწყებამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და მთავრობის დადგენილების საფუძველზე, უწყებამ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა, რათა ლიეტუვის რესპუბლიკამ ზემოაღნიშნულ სიაში დაფიქსირებულ პირებზე შეზღუდვები გაავრცელოს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო სისტემაში „კლანების“ დაპირისპირებაზე საუბრობს. მელიას თქმით, ივანიშვილის „კლანისთვის“ გვენეტაძე არ იყო მისაღები ქალბატონი, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება და გაუშვა სახლში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი