ამ წუთებში, თბილისის დროით დილის 07:58 საათზე, მიწისძვრა მოხდა საქართველო-სომხეთის საზღვართან.
ამ წუთებში, თბილისის დროით, 22:40 საათზე, ძლიერი მიწისძვრა მოხდა საქართველოში. მძლავრი ბიძგები იგრძნობოდა თბილისში.
რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზთან დღეს დაკავებული დირბის წმ. გიორგის სახლეობის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე გაათავისუფლეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, არასამთავრობო სექტორის მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების თაობაზე, გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს.
გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გაყალბებულია.
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურთაზ ზოდელავამ ის „დანაშაულებრივი სქემა“ წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმე პირდაპირ არის დაკავშირებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი აცხადებს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, რაც მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ ად აქიდან გამომდინარე, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის მოთხოვნა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე მიზანშეწონილი არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.