თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, ახლახან დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან დეტალებზე საუბარი არ ისურვა იმ მიზეზით, რომ მისი თქმით, გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვს დაწერილი.

სრულად...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც გასულ წელს ფხენიანში „ცეცხლისა და მახვილის“ შეტანით იმუქრებოდა, განაცხადა, რომ მან შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვიოს, თუკი სინგაპურში კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის.

სრულად...

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდია 24:20 დაამარცხეს.

სრულად...

საქართველოსა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ხორვატმა კოლეგამ დამირ კრსტიჩევიჩმა მოაწერეს.

სრულად...

„საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. 

სრულად...

შეკითხვაზე - ვინ იქნება მისი მემკვიდრე? - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი მემკვიდრის საკითხს რუსი ხალხი განსაზღვრავს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0042 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებამ ლაზერული საბრძოლო კომპლექსი მიიღო. მისი განმარტებით, 2019 წელს მოქმედებაში შევა სისტემა „ავანგარდი“, ხოლო 2020 წლისთვის რაკეტა „სარმატი“.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებას" გააჩნია პოლიტიკური ნება, მკვლელობის საქმეზე ყველა არსებულ შეკითხვას პასუხი გაეცეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი