შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვას წარადგენს.
ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების გაფართოებას გეგმავს, განაცხადა კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ 10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვლის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ 10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას კენჭი უყარეს, რომელსაც მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი, წინააღმდეგ წავიდა.
„რაღაც საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის პოლიტიკურ დემაგოგიასაც, ჩემს კოლეგებს მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის „ერთ ჯგუფს სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოს“.
მინდა ამ ტრიბუნიდან მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ეს ხალხი არ მოგცემთ შესაძლებლობას არასდროს, რომ ეს სისტემა არ ჩამოანგრიოთ, მოგიწევთ ამ სისტემის დანგრევა, მიმართა უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.