საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან გამართა. ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა შეხვედრაზე აღჭურვილობისა და შეიარაღების შესყიდვის საკითხები განიხილეს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების - კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ ჯერალდ კონოლის სახელით, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე მკურნალობს, რომელიც გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვრიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.
რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე. ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.
ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული. ამის შესახებ რამდენიმე წუთის შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.