საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუსეთიდან ბულგარეთში შავი ზღვის გავლით პირდაპირი გაზსადენის მშენებლობის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, როგორც ამას რუსული „კომერსანტი“ იტყობინება.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ყირიმში ექსტრემისტული დაჯგუფება გამოავლინა, რომელიც რუსეთში კანონგარეშედ გამოცხადებული ყირიმელი თათრების ხალხთა მეჯლისის ძებნაში მყოფი ლიდერის, რეფატ ჩუბაროვის ბრძანებით, რადას დეპუტატის, მუსტაფა ჯემილევის თანაშემწის მიერ არის შექმნილი, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხუთდღიან ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ლევან იზორია აშშ-ში ვიზიტს თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყებს, სადაც ყურადღება სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გამახვილდება.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.
საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ კომპონენტია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო მომსახურების განვითარება, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.
ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ გაიმარჯვა და მომავალი 6 წლის ვადით ქვეყნას კვლავ იგი უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.