ერთადერთ გამოსავალს, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ვხედავ რომ ეს ადამიანები ივანიშვილის თამადობით მალე და ძალიან მალე უნდა გავუშვათ სახლებში, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთში გააკეთა.
ტეხასის სკოლაში განხორციელებული სროლების შედეგად, 10 ადამიანია მოკლული და სხვა 10 კი დაჭრილი, მათგან, პოლიციის განცხადებით, უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრი მარკ ლანკასტერი იმყოფება. მარკ ლანკასტერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.
ავიაკომპანია „პაბედას“ კუთვნილი ბოინგი, რომელიც მოსკოვიდან ასტრახანის მიმართულებით მიფრინავდა, მარჯვენა ძრავის გაჩერების გამო, „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაბრუნდა.
კუბამ ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების მერე კუნძულზე, პარასკევს, შუადღისას, ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა.
კუბის სახელმწიფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ ჩამოვარდა და აფეთქდა ჰავანას საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან მალევე, იტყობინება კუბის მედიაზე დაყრდნობით BBC.
ტეხასის სკოლაში განხორციელებული სროლების შედეგად, 10 ადამიანია მოკლული, სხვა 10 კი დაჭრილი. ჰიუსტონის სამხრეთით დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარე „სანტა ფე“-ს სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პატიმრობაშია აყვანილი ერთი პირი, როგორც ამას BBC სკოლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს - ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და კლუბიდან გამოყვანა, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილისთვის პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილის კლიპი არც კვირას, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მისვლამდე და არც მის შემდეგ არ უნახავს და კლიპზე საუბარი მას არასერიოზულად მიაჩნია.
სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეფტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა ამ მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.