თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე გამართა.
ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის კომენტარებს „სისულელე“ უწოდა, და კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი გახადა კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრის ბედი.
სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, და მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. მერმა სხდომაზე ახალი ინიციატივა გააღერა, რომლის მიხედვითაც, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი და ადგილზე წარმოება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკა რჩება უმნიშვნელოვანეს მიმართულებად და ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაშინგტონში, საკუთარ სახლში უმასპინძლა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა საიდუმლოდ მიიღო სულ მცირე 400 000 აშშ დოლარი იმისათვის, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა მოეწყო, იტყობინება BBC კიევის იმ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც აღნიშნულში იყვნენ ჩართული.
ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით, და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე „პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“. სასამართლოს სიტყვით უკვე მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა. სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.