საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პირდაპირ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და უთხრა, რომ მან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებით „შეცდომა დაუშვა“.
ჩრდილოეთ კორეამ შეერთებული შტატების სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „თვითერზე“ წერს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა. ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე ვაკის პარკში პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მთავრობის სხვა წევრებმა, შეიარაღებული ძალების ოფიცრებმა და სერჟანტებმა მიულოცეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია კანონით დადგენილი წესით, რაც ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას, მათ შერწყმას ან განცალკევებას გულისხმობს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, შალვა თადუმაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.
საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის დღევანდელი რეალობა, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი რუხაია და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელი გრიშა ონიანი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.