შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბ.ო.-ს მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.

სრულად...

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამი ფრთხილი განცხადება გამოაქვეყნა „თვითერზე“ და დაადასტურა ნიუ იორკის ყოფილი მერის, რუდი ჯულიანის - პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრის - განცხადება, რომ ტრამპმა მის პირად ადვოკატს, მაიკლ კოენს 130 000 აშშ დოლარი მსახიობ სტეფანი კლიფორდისთვის (მისი სასცენო სახელია სტორმი დანიელსი) „გაჩუმების სანაცვლოდ“ მისცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფული მისი წინასაარჩევნო კამპანიიდან არ ყოფილა გადახდილი. აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება მის წინა მტკიცებებს, რომ მან ფულის თაობაზე არაფერი იცოდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0045 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება, პრეზიდენტმა სატელევიზიო დებატებში მიიღოს მონაწილეობა, არასერიოზულია.

სრულად...

საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სრულად...

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შესაძლოა, „უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია ან სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა“ ედოს საფუძვლად, ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მეირ შაბათს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  თუშეთის 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო-კვლევითი სამუშაოები იწყება.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში გუშინ, 2 მაისს განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც გიორგი აბაშიშვილი ამბობს, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა, რადგან მათ „ასე ესმით დემოკრატია".

სრულად...

სირიაში რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა „Су-30СМ“-მა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ორივე მფრინავი, იტყობინება ამ წუთებში „რია ნოვოსტი“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი