ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მისი სიტყვებით, „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას.
ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“ უკვე შეტანილია უკრაინაში, განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ამბერ რადის დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ახალ მინისტრად საჯიდ ჯავიდი დასახელდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 27 წლის იუბილე მიულოცა, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და ქართულ არმიას მადლობა გადაუხადა დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრების შესაძლებლობისათვის.
სრულიად საქართველოს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს! ვულოცავ შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 27 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ჩრდილოეთ სირიაში კვირა ღამით რამდენიმე სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, იტყობინება BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დაუდასტურებელი ცნობებით, ათეულობით ადამიანია დაღუპული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.