საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავას ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვების არანაირი შანსი არ არსებობდა და მის ნაბიჯს საპარლამენტო არ ჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით , მიიჩნევს იმად, რომ „შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ“.
სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ნულოვან შედეგს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი „ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი არავინ არ არის!“
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ გამარჯვებულმა კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოს“ დამარცხებულმა დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მთელ რიგ სოფლებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დამარცხდა ქალაქებში, სადაც „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული“.
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჩჟე ინთან შეხვედრისას თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების შემთხვევაში ბირთვულ შეიარაღებას აზრი არ ექნება, განაცხადა სეულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იუნ იენ ჩხანმა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. №54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9% (27 846 ამომრჩეველი).
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვანსა და ხონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გივი ჭიჭინაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც დღეს შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ზუსტად 20:00 საათზე 60-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა.
„ყველა ამომრჩეველს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დააფიქსიროს. ეს შედეგებზეც დადებითად აისახება, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.