სულ მცირე 7 სტუდენტი იქნა მოკლული და 12 დაჭრილი ჩრდილოეთ ჩინეთში, შანხაის პროვინციაში სკოლის გარეთ ცივი იარაღით მომხდარი თავდასხმისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მის სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან ისტორიული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ სამიტის ბანკეტზე განაცხადა, რომ ორ მტრულ ქვეყანას შორის შავ-ბნელი ურთიერთობები წარსულს ჩაბარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას იწონებს და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის ეს ნაბიჯი ქვეყანას პოზიტიურად წაადგება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოში დარჩება.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მომავალი ხელახალი გაერთიანების გზაზე ურთიერთობებს გააუმჯობესებენ და განავითარებენ, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ კიმ ჩენ ინის და მუნ ჩჟე ინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქართული ოცნება“ ოცნების ხასიათზე აღარ არის, ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდება, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ცვლილებებს არ გამორიცხავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.