„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში თუ მოსახლეობის აქტივობა მაღალი იქნება, „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს გამარჯვება გარანტირებული აქვს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი - 50 წლამდე ქალი ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ეხმაურება.
ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათებისა და განცხადებების გარეშე“, აღნიშნული განცხადება ხონის და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ გააკეთა.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს, აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
პოლიციამ კახეთში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის მე-3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა
დღეს ხონისა და ვანის გაერთიანებულ №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ტარდება. უკვე გახსნილია საარჩევნო უბნები და მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება გააჩნიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.