10 ადამიანია მოკლული და სულ მცირე 100 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული ნიკარაგუაში პოლიციასა და ახალი საპენსიო სისტემის მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას, იუწყება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ანტიკვარული ნივთების ქურდობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილი რუსი მსახიობი, რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი ნინა დოროშინა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ამ წუთებში РЕН ТВ.
თბილისში, გლდანის აგრარულ ბაზრებში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოქალაქე მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომობილში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. აღნიშნულის შესახებ უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
„დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განმარტებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა დაასრულა და ის სამართავად შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის 100% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო რჩება.
ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ლექცია წაიკითხა. თავდაცვის მინისტრის ლექციას სერჟანტთა კორპუსის შემადგენლობა დაესწრო.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ყველა სარაკეტო გამოცდა შეაჩერა. ქვეყნის უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით, ასევე, დაიხურება ბირთვული გამოცდის ადგილიც. ამიერიდან, კომუნისტური სახელმწიფოსთვის ახალი სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის მიღწევა იქნება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში, ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტზე მესაზღვრე გარდაცვლილი იპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული ადგილობრივი თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.