შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ სადგურზე, ადგილობრივი დროით 4:45 სთ-ზე მოხდა. დაშავებულთა უმრავლესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალურ ვიზიტად გერმანიაში იმყოფება და მის კოლეგასთან, ანგელა მერკელთან ერთად ევროკავშირის მომავალზე მოლაპარაკებებს მართავს მას შემდეგ, რაც სტრასბურგში, ევროპულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მოზღვავებული ნაციონალიზმის ფონზე, ბლოკის დაუყოვნებელი რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა.
ორთაჭალაში, მეიდანზე რესტორან „მაჭახელაში“ ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი რესტორნის სახურავს გაუჩნდა.
ევროპოლთან შეთანხმებით, მიმდინარე წლის 19 აპრილს თბილისსა და კახეთში კრიმინალური სამყაროს სამი წევრი დააკავეს. მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
რაულ კასტრო კუბის პრეზიდენტის პოსტზე 57 წლის ბიუროკრატმა, მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზმა შეცვალა, რითაც კომუნისტურ კუნძულზე ერთი ოჯახის, კასტროების 60-წლიანი მმართველობა დასრულდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დავით ჭიჭინაძის განცხადებებს ეხმაურება და მას მიუღებელს უწოდებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0074 პუნქტით გაუფასურდა.
მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში ტერმინალის გაფართოებაში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, - ამის შესახებ კომპანიის მმართველი საბჭოს წევრმა ვოლფრამ ზენგერ-ვაისმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯგუფი ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს.
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან, შემდეგ კი შეწყალების კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა გაფართოვდება და მასში სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება იმისათვის, რომ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.