თურქეთი 24 ივნისს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, მაშინ როცა ჩვეულებისამებრ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, შეწყალების საკითხის თაობაზე მის წინააღმდეგ უბინძურესი შავი პიარი აგორდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს რესურსი, რომ გუნდის შიგნით „ყველაფერი დალაგდეს".
„ავაკოვის გეგმაში“ დონბასის დაბრუნებაზე საუბრისას ყირიმის ხსენება უადგილოა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უწყების საქმიანობის შესახებ პარლამენტს ანგარიშს აცნობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ".
ამერიკელთა უმრავლესობა რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მომხრეა, რასაც ადასტურებს ბოლო გამოკითხვა, რომელიც The Washington Post-მა ABC News-სთან ერთად ჩაატარა.
არის მცდელობა, რომ სხვას გადააბრალოს ის პრობლემები და შეცდომები, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უშვებს, აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების თაობაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.