საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.
საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი და დამნაშავეთა სამყაროს ათეულობით სხვა პირია დაკავებული, განაცხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრმეიერ მინისტრი, რომელიც თავს ანგარიშვალდებულად თვლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და არა პარლამენტის წინაშე, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის მეთაურის მიერ წელიწადში ორჯერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას შეეხება.
ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზე დისლოცირებულ პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი და სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის შემცვლელი მაიკ პომპეო ფხენიანში საიდუმლოდ იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.
92 წლის ასაკში შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. იგი მატრიარქალური ფიგურა იყო პოლიტიკური დინასტიისა, რომელიც ორ პრეზიდენტს მოიცავდა - მის მეუღლეს, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშს, ვაჟს, ჯორჯ დაბლიუ ბუშს და ასევე მეორე ვაჟს, ფლორიდის გუბერნატორს, ჯებ ბუშს.
ამერიკის შეერთებული შტატების სამგზავრო თვითმფრინავმა ფილადელფიაში ავარიული დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც მას ჰაერში მარცხენა ძრავის დამცავი ფენა უეცრად მოძვრა.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებიან, რომელიც თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობას შეეხება და აცხადებენ, რომ „მერიის ამ გადაწყვეტილების მიღმა არ დგას არც ერთი დასაბუთებული კვლევა“.
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0120 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.