საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეილება ჯერ არ მიუღია. როგორც მათიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის, არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული გამოძიების შედეგად 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ს.ხ., დირექტორის ყოფილი მოადგილე ლ.ბ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი რ.ჯ. დააკავა.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივ სტატისტიკაზე დადებითად უკვე აისახა, - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე.
„პარლამენტის გაძლიერება ნიშნავს ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც ევროკავშირთან, ასევე, ყველა სხვა პარტნიორთან, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული პროცესების სათანადოდ წარმართვით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან ბეიჯინგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს შეხვდა.
იტალიის თავმჯდომარეობის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.