სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის, ბაშარ ასადის სამსახურში მისვლის კადრებს ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ დასავლეთი სირიაში პრობლემების სხვა გზით მოგვარებას ცდილობდა, თუმცა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის პოზიციის გამო, დასავლეთის ქვეყნებს მოქმედების ალტერნატიული სცენარი აღარ დარჩათ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი ბრიტანეთისა და მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ იერიშს მიესალმება.
სენატორი ჯონ მაკკეინი სოციალურ ქსელში სირიაზე შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ იერიშს ეხმაურება.
სირიაზე განხორციელებულ სამხედრო იერიშს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ეხმაურება. „სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული” გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო”, ახლა კი, ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები”, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ საერთო შეთანხმების საფუძველზე კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში სამუდამოდ ძალიან კარგად და სწორად მოაწესრიგებს დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება აუცილებლად შედგება“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გაუფასურდა.
ფოთში, ბათუმის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამინაცვალი მოკლა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.