ქიმიური იარაღის ინსპექტორებს სირიაში ნებას დართავენ იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც 7 აპრილს სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მოხდა, განაცხადა რუსეთმა.

სრულად...

გაერთიანებული სამეფო სირიაში სამხედრო ოპერაციას შეუერთდა არა იმისათვის, რომ ესიამოვნებინა ამერიკის ხელისუფლებისათვის, არამედ თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ.

სრულად...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა BBC-ის გადაცემა „Hardtalk“-ში საუბრისას უარყო დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენება და დასვა შეკითხვა, თუ რატომ განახორციელა შეერთებულმა შტატებმა მის მოკავშირეებთან ერთად სირიაზე საჰაერო დარტყმები ერთი დღით ადრე, სანამ საერთაშორისო ინსპექტორები ჩავიდოდნენ ტერიტორიაზე.

სრულად...

ერევანში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ნაბიჯს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების თაობაზე, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიისთვის გაუგებარია, რა გარემოებებს ითვალისწინებს გიორგი მარგველაშვილი, როდესაც კახიძის განცხადებით, მანიაკ მოძალადეებსა და ნარკორეალიზატორებს იწყალებს.

სრულად...

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

სრულად...

„ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას მანამ, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის 2017 წელს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების პროცედურულ საკითხებს ეხებოდა.

სრულად...

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის შიგნით დაპირისპირებას უარყოფს. როგორც კალაძე აცხადებს, გუნდში არა დაპირისპირება, არამედ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

სრულად...

უმრავლესობა შეიძლება განიწმინდოს იმ ადამიანებისგან, ვისაც „ქართული ოცნება" გადაწყვიტავს, რომ ხელს უშლის ამომრჩეველთან ნორმალურ ურთიერთობაში, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი