სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავა
ამერიკის შეერთებული შტატები „ბინძური საქმით“ არის დაკავებული და ამაში კი სხვებს ადანაშაულებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკული ტელეარხის, NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება შეხვდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ამტკიცებს, რომ აშშ-ის სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის იზოლაციასთან დაკავშირებით მუშაობს, განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია რუსეთის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას უპასუხოს, აცხადებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის მეთაური, გენერალი ჯონ ჰაიტენი.
ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ. მებრძოლი ამის წინააღმდეგ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა, განაცხადა მეუფე შიომ.
ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ ქვეყანას აღარ ეშველება, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.