ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში აფეთქებისას დაშავებული შუახნის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან წუხელ თბილისში, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
ვაშინგტონი მზად არის, თურქეთს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა შესთავაზოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა პარიზში ვიზიტის დროს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღეს, თბილისში, დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას მიიღო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0089 პუნქტით გამყარდა.
შსს უარყოფს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დროებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
„რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სადაც სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს, გეგმური აფეთქება მოხდა, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებს მუშები გაფრთხილებული არ ჰყავდათ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ასამბლეის რიგით 31-ე პრეზიდენტი იტალიელი მიკელე ნიკოლეტი გახდა.
უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევება პუტინისთვის 2018 წლის დასაწყისში საუკეთესო საჩუქარი იქნება, განაცხადა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს, რომ „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული გენგეგმის დოკუმენტაციის შეფასების პროცესში ჩაერთონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.