ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, თავშეკავება გამოიჩინოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0223 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობი გიორგი გიორგანაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მსახიობი დარბაზშივე დააკავეს.
ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ქალაქ კოდიაკიდან 280 კილომეტრის დაშორებით, 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 14 დაშავდა იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოწოლილი ზვავის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას, შსს-ს რეფორმირებას ფასი არ ექნება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად შექმნილი დანაყოფის – ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციისას.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.