საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0190 პუნქტით გამყარდა.
გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რომ არ გაეკეთებინა ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.
ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ვგეგმავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციისა და შერიგების პოლიტიკის კუთხით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
იაპონიაში შეძენილი 100 ჰიბრიდული ელექტრომობილით საპატრულო პოლიცია ისარგებლებს. განცხადება ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უპრეცედენტო პროექტის განხორციელებას გეგმავს. ახალი ინიციატივის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინიტრმა, კახა კახიშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელსაც მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ, ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც კი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად დღემდე გვქონია“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას.
საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრებს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ
პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.