თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან. როგორც დედაქალაქის მერმააღნიშნა, დიდი ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში დღეს სასტუმრო „ბილტმორ“-ში გაიმართება პანელი: „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები''.
საქართველოს მიღწევები, რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შთამბეჭდავია, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება აზიის განვითარების ბანკის(ADB) ვიცე პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მან წარმატებით გამოსცადა ახალი ტიპის კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია მისწვდეს შეერთებული შტატების მთელ კონტინენტს. ამის შესახებ BBC ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე, ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება.
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ალტენას კონსერვატორ მერს საქაბაბეში ცივი იარაღით დაესხნენ თავს, რაც მის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. BBC-ის ცნობით, მას დანა კისრის არეში ჩაარტყეს, თუმცა იგი სიკვდილს გადაურჩა. დაჭრილი მერი საავადმყოფოში მოათავსეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0045 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.