საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0121 პუნქტით გაუფასურდა.
პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ძალოვანი მინისტრები უნდა მივიდნენ.
ყველა სიტყვა, რომელიც მათ შორის ოპონენტებისგან თუ ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, ექსპერტისგან იქნება არასწორად ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით.
„აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება“, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი მეგობრულ ქვეყანაში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს გააკეთა.
მოხარული ვარ, ვუმასპინძლო საქართველოს გამორჩეული მეგობარი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ მინისტრს, ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ გროისმანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს გააკეთა.
„ევროპული საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში იბარებს.
„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში", ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.