საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის კომიტეტის წევრებს, რომლებიც საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებიან, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისუფალი-სავაჭრო ხელშეკრულებით სარგებლობის სიკეთეებთან და უვიზო მიმოსვლის საკითხებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გამყარდა.
ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების საკითხზე პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის მიერ გაკეთებულ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცუალაია ეხმაურება.
ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საუკეთესოა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეფასება ექსპერტმა ვენეციაში გააკეთა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა, საერთო დებატში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც პარიტეტულ პრინციპზე იქნება აგებული, აღნიშნული განცხადება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს ეს ინფორმაციები მითხრას ვინმემ, ასე გამოეხმაურა პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალები მედიასაშუალებებში საპატრიარქოდან გავრცელდა.
„ვენეციის კომისიამ საბოლოოდ დაამტკიცა თავისი საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნა არის პოზიტიური", აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოვოსიბირსკის გუბერნატორი ვლადიმერ გოროდეცკო თანამდებობიდან გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ტრავნიკოვი დანიშნა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
2017 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში პიროვნების ნაცვლად, ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიას (ICAN) გადაეცა.
კატალონიის პოლიციის მეთაური, ჯოზეფ ლუის ტრაპერო სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით სასამართლოს წინაშეა წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.