საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად პრინციპებზე საკუთარი ხედვა გააცნო.
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში გამართლდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.004 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატების მხრიდან სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშს გამოეხმაურა.
იმედი მაქვს, მმართველი გუნდი გაიაზრებს იმას, რომ პულტებით, ხელის გადაგრეხვით რეალურად თანხმობის დოკუმენტს ვერ მივიღებთ, აღნიშნული განცხადება სქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.
ესპანეთის სამოქალაქო პოლიციამ, გვარდიამ, კატალონიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი დააკავა და რეიდები განახორციელა რეგიონული მთავრობის სამინისტროებში, რომლებიც ჩართული არიან ოფიციალური მადრიდის მიერ აკრძალული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრის საკითხებში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში - ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში 2013–17 წლებში 194 მილიონ 443 ათას 446 ლარის ღირებულების ათასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
საქართველო, ისტორიაში პირველად, 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თავმჯდომარე გახდა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.