პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს.
მექსიკაში, დედქალაქ მეხიკოს სიახლოვეს, შტატებში - პუებლოსა და მორელოსში მომხდარი დამანგრეველი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 226-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მომხდარი მძლავრი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქვეყნის გასწვრივ სულ მცირე 224 ადამიანია დაღუპული, თუმცა მოელიან რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩამოქცეული შენობების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი და მაშველები ნანგრევებიდან მათი გამოყვანის ოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას The New Yourk Times -ი ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მძლავრი მიწისძვრა მოხდა ცენრტალურ მექსიკაში, რამაც პანიკა შექმნა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.
„ჩვენი მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა მოახერხა ამ მიზნის მიღწევა. ეს არის ისტორიული მიღწევა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში „სახიფათო ქვეყნებიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეა და ირანი გამოყო.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება გააეკთა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებების ნუსხას პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0011 პუნქტით გაუფასურდა.
მას შემდეგ რაც ქარიშხალი „მარია“, 260კმ/სთ სიჩქარის ქარის თანხლებით, დომინიკას დაატყდა თავს, სახურავი გადახადა პრემიერ მინისტრის რეზიდენციას და ქვეყანას „მასშტაბური ზარალი“ მიაყენა, ახლა პუერტო რიკოსკენ მიიწევს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.