„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა წარადგინა.
„დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ, ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“ - ამ სიტყვებით საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა.
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.
ლიბიაში, თურქეთიდან მიმავალ ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის, 3 ქართველი მეზღვაური დააკავეს.
გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის(UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში შექმნილი პრობლემებისა და შეფერხებების გამო, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა რუსულ-ბელორუსული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „Запад-2017“-ის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ნატო-ს ჯარები რუსეთის საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მანევრირების გამო არ განლაგებულან.
ვაშინგტონის შტატში მდებარე ქალაქ სპოკანის ფრიმანის საშუალო სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 1 ბავშვი მოკლა და სულ მცირე სამი დაჭრა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და პედიატრიული განყოფილების ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათთან ერთად იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.