საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალს მიეძღვნა.
თბილისში, წერეთლის გამზირზე „საქართველოს ბანკში“ დაყაჩაღების მიზნით შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა. „საქართველოს ბანკმა“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, განცხადება გაარცელა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მცირე კომენტარი გააკეთა.
შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგში, მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება ესაჭიროებოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს ლვოვის სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ და ამ საკითხის გარშემო „წინ გაქცევას“ არავინ აპირებს.
შევქმნი ხელისუფლების შეცვლის ლეგალურ მექანიზმს, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკშვილმა ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლის“ წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით, საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.