სირიაში, დეირ-ე-ზორაში ტერორისტების სამეთაურო პუნქტზე რუსული ავიაციის მიერ განხორცილებული დარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ „სამხედრო მინისტრი“ გულმუროდ ხალიმოვი იქნა ლიკვიდირებული. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს.

სრულად...

8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა მექსიკის სამხრეთ სანაპიროსთან. მექსიკაში, გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში და ჰონდურასში ცუნამის განგაში გამოცხადდა.

სრულად...

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმერეთში, კახეთში და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების დასახელების შემდეგ, მმართველი პარტიის კანდიდატებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც უახლოეს დღეებში წარადგენს. მანამდე კი „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების სიას ასაჯაროებს.

სრულად...

ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამოხატა იმედი, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი, განსაკუთრებით კი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით, არ იქნება.

სრულად...

ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ხუთმა ჭრილობები მიიღო ლენინგრადის ოლქში პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის პრეს-სამსახური.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (7 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0172 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

სრულად...

ბრაზილიის მთავარმა პროკურორმა ყოფილი პრეზიდენტები, ლუის ინასიო ლულა და სილვა და დილმა რუსეფი, კრიმინალური ორგანიზაციის შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ფულს ქვეყნის სანავთობო კომპანიების ფონდებიდან ამისამართებდა.

სრულად...

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი