რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მატარებელი, რომელშიც იგი მის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლონეთიდან უკრაინაში გაემგზავრება და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ჩაერია.
პოლონეთიდან უკრაინის მიმართულებით გასამგზავრებლად გამზადებული მატარებელი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან, მანამ არ გაემგზავრება, სანამ მას სააკაშვილი არ დატოვებს.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი გეგმა შეცვალა და იგი პოლონეთიდან უკრაინაში ძველი მარშრუტით აღარ შევა. იგი ქალაქ ლვოვში მატარებლით ჩასვლას აპირებს. ამის მიზეზად საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა ის, რომ კრაკოვეცის საზღვარზე ე.წ. ტიტუშკები არიან მობილიზებული და შესაძლოა იქ რაიმე პროვოკაცია მოხდეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან და მის მცირეწლოვან შვილთან, ასევე ევროპარლამენტარებთან, უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად პოლონეთიდან კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიემგზავრება.
დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული შეიარაღების განვითარებაში უეცარი წარმატება შესაძლოა ირანის საიდუმლო მხარადჭერას უკავშირდებოდეს.
„ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველმა, იულია ლატინინამ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც მის ავტომობილზე უცნობი პირების თავდასხმა მოხდა, რუსეთი დატოვა.
გამანადგურებელი ქარიშხლის, „ირმას“ მოახლოების ფონზე, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა განკარგულება გამოსცა, რომელიც ავალდებულებს მობინადრეებს, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და გადავიდნენ თავშესაფრებში.
სირიის არმიამ რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების დახმარებით დეირ-ეზ-ზორას რაიონში გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს და აღნიშნული გამარჯვება ბოლო სამ წელიწადში ყველა სხვა გამარჯვების მასშტაბებს აღემატება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
სირიის არმიამ დეირ-ეზ-ზორის ბაზის ბლოკადა გაარღვია, ბრძოლები ავიაბაზის პერიმეტრზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
რუსეთის დედაქალაქში „Москва-Сити“-ის რაიონში მშენებარე ცათამბჯენების „Neva Towers“-ის საერთაშორისო საქმიან ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.