ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამკაციანი სიის წარსადგენად ქვეყნის შიგნით დღეს კონკურსი კიდევ ერთხელ გამოცხადდება.

სრულად...

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიაში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სრულად...

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - ეთილის სპირტის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით 2 პირი დააკავეს. 

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს, რუვენ რივლინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კონკრეტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს.

სრულად...

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელსაც 14 ივლისს ფოენიქსში, მეიოს კლინიკის საავადმყოფოში, მარცხენა თვალის ზემოთ სისხლის შენადედის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მოგვიანებით ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა და რომელიც არიზონაში თავის სახლში გადის რეაბილიტაციის კურსს, სამშაბათს ჯანდაცვის რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში დაბრუნდება.

სრულად...

შეერთებული შტატების ახალმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს საკითხს უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ მინისტრმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი