ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ქართული მხარე ძალიან მოწადინებულია, გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები ამ განსაკუთრებულ ქვეყანასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისრაელის პრემიერ მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ბოჭორნაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე პლენარული სხდომის 26 ივლისს დანიშვნის თხოვნით მიმართავს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის პრეზიდენტს დღესვე მიმართავს.
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრობლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოში შემოსვლისას, პრაღის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კუკური ჯამატაშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 42 დაიჭრა ორშაბათს, დაახლოებით დილის 7 საათზე, მას შემდეგ რაც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში თალიბანმა ავტობუსს, რომელსაც სამთავრობო უწყებაში დასაქმებულები გადაჰყავდა, ავტომანქანა დაატაკა, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალურ ვიზიტად ისრაელს ეწვევა.
ამერიკის შტატ ტეხასში პოლიციამ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ვოლმარტის მანქანების პარკირებაზე მისი სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილში 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი იორდანელი და სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული ერთ ისრაელელს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.