NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აცხადებს, რომ ძალიან კარგად აფასებს; 9% აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს; გამოკითხულთა 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% ძალიან ცუდად, 52% - საშუალოდ.
დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.
„ობამაქეას“ გაუქმებაზე სენატში „რესპუბლიკელების“ რამდენიმეთვიანმა მუშაობამ და პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა წინასაარჩევნო დაპირებამ მარცხი განიცადა, რადგან სენატმა ვერ მოახერხა სამშაბათ ღამით გასაუქმებლად საჭირო 60 ხმის მოგროვება.
შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ კენჭი უყარა რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეწინააღმდეგება კანონპროექტს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის „მალე“ მიიღებს გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსთან დაკავშირებით, რომელიც საჯაროდ იქნა დამცირებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ.
სოსო ოხანაშვილმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არაერთხელ ყოფილა პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დისტანციური დაკითხვის შემდეგ გააკეთა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროდ, ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგის კოლეგიის მიერ საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონების ფაქტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.