შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას უკრძალავს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იმ ორ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფხენიანში ტურებს ახორციელებს.
ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა, აღნიშნული განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს და მის გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფები გადაიხედება, თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა, ტარიფების გაზრდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში, აღნიშნული განცხადება „ამბასადორიალი 2017"-ზე პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დაიკითხება. როგორც მან ჟურნალისტებს დაკითვაზე შესვლამდე განუცხადა, „მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით".
სოფლად ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარების პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული პროექტის ეფექტურად წარმართვისა და სოფლების უფრო მეტად განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს საერთო სარგებლობის მიწები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საძოვრებად გამოიყენებენ.
ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ საბერძნეთის კუნძულ კოსზე სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„Linkin Park“-ის წამყვანი მომღერალი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა ლოს ანჟელესის ოლქის ძალადობრივი მკვლელობისა და უეცარი სიკვდილის საქმეების გამომძიებელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.