სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 9 ივლისის დილის საათებში კახეთის ექვს რაიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული 544 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც შეზღუდვების პირობებში გასროლილი იქნა 80-ზე მეტი რაკეტა.
ერაყის არმია ქვეყნის უძველესი ქალაქის, მოსულის ხელში ჩასაგდებად გამართული ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ბოლო კერებს ანადგურებს.
შაბათს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაცვლად ყურადღების ცენტრში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოექცა, რომელმაც ქალებისთვის სესხის პროგრამა წამოიწყო და ცოტა ხნით მამამისისთვის განკუთვნილი სკამი დაიკავა მსოფლიო ლიდერების გვერდით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტი „შესანიშნავ წარმატებად“ გამოაცხადა, მიუხედავად მისი ქვეყნის იზოლირებული პოზიციისა კლიმატის ცვლილებაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ მისი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილი დარჩა მისი მტკიცებით, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, 5 უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, ზარალის დამდგენი კომისიის წევრები მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს.
ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული მნიშვნელოვნად დაზიანდა. როგორც Guardian.ge-ს დუშეთის გამგეობიდან აცნობეს, სტიქიის შედეგად დაზიანებულია როგორც ცენტრალური, ისე შიდა გზები, ასევე, საფეხმავლო ხიდები, ნაპირსამაგრები, ბოგირები და ა.შ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.