გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰიპ-ჰოპ პროექტის, „ბირჟა მაფიას“ ბრალდებული წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის „შეფასების“ შემდეგ გახდება ცნობილი, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას „ბირჟა მაფიას“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე.

სრულად...

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელები, ძმები გია და ლევან ყარამანაშვილები ტელეკომპანიის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „თითქოს, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია“ და აღნიშნულს „მიზანმიმართულ სიცრუეს“ უწოდებენ.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მექსიკაში ვიზიტისას, შაბათს, განაცხადა, რომ კედლების აღმართვა იმიგრაციის მიერ შექმნილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რითაც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმთავრეს იდეას, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე - რაც ტრამპის აზრით, მექსიკიდან ამერიკაში იმიგრანტების, ნარკოდილერების და სხვა კრიმინალების უკანონო შესვლას ალაგმავს -  კრიტიკული დარტყმა მიაყენა. 

სრულად...

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 10-11 ივნისს კახეთის რეგიონში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სეტყვასაშიში ღრუბლის მასებზე მოახდინა აქტიური ზემოქმედება. 4128 კმ2 საერთო ფართობის ღრუბლის მასების გასანეიტრალებლად 500 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტადან“ აცნობეს.

სრულად...

საიფ ალ-ისლამ კადაფი, ლიბიის ყოფილი, აწ გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟი, რომელიც მამის შემცვლელად მოიაზრებოდა, ქალაქ ზინტანში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გავრცელებული ცნობით, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულაში ჩავარდნილი 43 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

სრულად...

„ბორჯღალოსნებმა“ კანადის ეროვნული ნაკრები 13:0 დაამარცხეს და 2017 წლის ივნისის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს.

სრულად...

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საკუთარ სახლში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ დღეს დაბრუნდა ყაზახეთიდან, სადაც ექსპო-2017 წლის გახსნაზე იმყოფებოდა და სურს გამოეხმაუროს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას.

სრულად...

ძლიერი წვიმის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებენ და გზებიდან წვიმისაგან ჩამოტანილი ნაშალი მასალის გატანა მიმდინარეობს.

სრულად...

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი მოსკოვის მიმდებარე დასახლებაში, კრატოვოში მომხდარი სროლების შედეგად, განუცხადა „РИА Новости“-ს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი