ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ყაზახეთში ვიზიტისას სამუშაო ხასიათის შეხვედრა ყაზახეთის პრემიერ მინისტრთან, ბაკიტჟან საგინტაევთან გამართა.
სააპელაციო სასამართლომ თურქეთში მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ უვადო თავსუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება. პროცესს, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართება, სახალხო დამცველი დაესწრება.
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატორებმა“ ვერ შეძლეს საერთო უმრავლესობის მოპოვება, რის გამოც ქვეყანას 2010 წლის მსგავსად კოალიციური მთავრობა ეყოლება. (2010 წელს, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა დევიდ ქამერონმა კოალიციური მთავრობა „ლიბერალ-დემოკრატებთან“ ერთად ჩამოაყალიბა).
„ტორები“ პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია იქნება, მაგრამ მას შესაძლოა არ ჰყავდეს უმრავლესობა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ BBC ეგზიტ პოლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც არხის ხელმძღვანელობა მართავს. ტელეკომპანიის ოფისში მივიდა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით იმყოფებოდა და უკრაინის დედაქალაქიდან ახლახან დაბრუნდა.
FBI-ს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ ხუთშაბათს ბრალი დასდო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი სამსახურიდან იმ მოტივით დათხოვნაში, რომ ძირი გამოეთხარა ბიუროს იმ გამოძიებისთვის, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას უკავშირდებოდა.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, შემოთავაზებული რეფორმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს გააძლიერებს და გააუმჯობესებს.
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ნიუ იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.