სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Airbus A330, რომელიც სიდნეიდან შანხაის მიმართულებით ასრულებდა რეისს, აფრენიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ძრავაში აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემის გამო, უკან გაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა სიდნეიში.
მოელიან, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვში ჩავლენ და დედაქალაქის ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს პარლამენტის წევრი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო მაჟორიტარული ოლქიდან, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს ახორციელებენ“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციას „ერთ-ერთ ყველაზე დაუხვეწავს“ უწოდებს და ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის შექმნის უმთავრესი მიზანია „დაუხვეწავი საპარალამენტო მმართველობის მოდელის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად“.
11 ადამიანია მოკლული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ციხეზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმისას, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კი 900-ზე მეტი პატიმარი იქნა გათავისუფლებული. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს. ინფორმაციას BBC საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით „ცვლილებები არ არის“.
პროკურატურამ, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრების გამოკითხვის საფუძველზე, სადაც ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ იოსებ ოსორაულის ტყვეობიდან დახსნასთან დაკავშირებით ქართული საგარეო უწყების მხრიდან ბოლო თვეებში ინტენსიური ქმედებები ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.