7 უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული პრო-რუსი მებრძოლების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სამი დღის წინათ განახლებული ბრძოლების შედეგად. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალები ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გაუფასურდა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გოჩა ზეიკიძის წასვლას არ ადასტურებს მისი პირველი მოადგილე გურამ ამირიძე. როგორც მან Guardian.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ზეიკიძემ დილას ჩვეულებრივ ჩაატარა თათბირი, რის შემდეგაც თავად რეგიონში გავიდა და ამ წუთებამდე არ ფლობს ინფორმაციას გუბერნატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.
ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საკვების მოწამვლისაგან ასეულობით ადამიანი გახდა ცუდად და ერთი ბავშვი გარდაიცვალა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია უარს აცხადებს 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების მიერ სოფელ ჭალეში მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამოს შემოწირულობის სახით მიღებაზე და „რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
„ერთ-ერთი ბიზნესმენი“, რომლის გატაცებასა და სავარაუდო გამტაცებელთა დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა, სამშენებლო კომპანია „სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სოლიდურ თანხას - შსს-ს ცნობით 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული შეხვედრა ოფიციალური ლანჩის ფორმატში გამართეს.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი საქმიანობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანიის, „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.