ირანის პარლამენტში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„შემოთავაზებულია კონკრეტული კონსტიტუციური ინიციატივა, რომელიც ასახულია პროექტში და რომლის თანახმადაც, თუ დეპუტატი სესიის მიმდინარეობისას გააცდენს სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ საუბრისას.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევიდან დაბრუნდა, ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის დედაქალაქში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრისას მისი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განიხილებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს შეაქო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ქმედებები ამერიკის მოკავშირის, ყატარის წინააღმდეგ, რაც 4 არაბული სახელმწიფოს მხრიდან დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობების და საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კავშირების ტერორიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერის ბრალდების გამო გაწყვეტას უკავშირდება - მიუხედავად იმისა, რომ ყატარში აშშ-ის ყველაზე დიდი საჰაერო ბაზაა განლაგებული რეგიონში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოდან ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი ადამიანი გაიტაცეს. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს, შედეგები კი ცნობილი პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0147 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე კონსულტაციები დაწყებულია.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე დღეს გამართულ პრესკონფერენცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს, პრემიერ მინისტრი გაესაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.