სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ წამყვანის ზაალ უდუმაშვილის მიერ თბილისის მერის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შესაძლო კენჭისყრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის თავდაცვის მინისტრი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია. არმიის გენერალ სტეფან პოლტორაკს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
საქართველოს ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება, რაც მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
ირანის პარლამენტზე და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან ოთხშაბათ დილით მომხდარი თავდასხმებისას სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული. ინფორმაციას „როიტერსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს აცნობს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.