ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი დააკავა.
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რუსეთის პრემიერ მინისტრთან, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრა არ გამართულა.
„არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც მსჯელობას ვაგრძელებთ და აქ მნიშვნელოვანი იქნება ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ეტაპზე, მათ შორის, ერთ-ერთი, რაც არის უკვე გათვალისწინებული არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ბოლო დღეს, პალესტინის ავტონომიის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ბეთლემში „იმედიანი განწყობით“ ჩავიდა.
„პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, ბერლინში, კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.